ოთარ დანელიამ მარტვილში მინი-ფეხბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა (R)
მარტვილის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას ინიციატივითა და მარტვილის შტაბის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში მიმდინარე ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს „ქვედა ნაგვაზაოსა“ და „მარტვილის ცენტრის“ გუნდები შეხვდნენ. გათამაშდა სამი ადგილი, მესამე ადგილზე გავიდა „ბანძა“, მეორე ადგილი „ქვედა ნაგვაზაოს“ ერგო, ხოლო გამარჯვება „მარტვილის ცენტრმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ოთარ დანელიამ „ქართული ოცნების“ გარდამავალი თასი გადასცა.
“მისასალმებელია ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ისინი აქტიური სპორტული ცხოვრებით არიან დაკავებულები და მხარდაჭერა სჭირდებათ. განახლებული ინფრასტუქტურა, კეთილმოწყობილი საწვრთნელი ბაზები ადგილობრივ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სპორტით დაკავდნენ. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
აღნიშნულ ტურნირში მარტვილის მუნიციპალიტეტის 24 სოფლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ჯამში 220-მა მოყვარულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
ავტორი: ნიუპრესი