ოთარ დანელიამ მოსახლეობათან ერთად ,,ჭყონდიდლობა"იზეიმა (R)
მარტვილში, ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ მეუღლესთან, მერი ჩიქობავასთან ერთად პატივი მიაგო გიორგი ჭყონდიდელის ხსოვნას და ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო. საზეიმო ლიტურღია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ(ცაავა) აღავლინა და კერძო სკოლაში „სხივი“ მშენებარე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი