ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ანტისაოკუპაციო საბჭო დააფუძნა
ოთხმა პოლიტიკურმა პარტიმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაააფუძნა, ამის შესახებ მათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში განაცხადეს, სადაც ჩავიდნენ და არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახეს.
ანტისაოკუპაციო საბჭოში გაერთიანდნენ - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა". საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.
გაერთიანების მიზანი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანა და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დაბრუნება წარმოადგენს.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ:
დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
ავტორი: