პაციენტი, რომელსაც ცოფის სინდრომი გამოუვლინდა, კლინიკაში გარდაიცვალა
პაციენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ცოფის სინდრომი გამოუვლინდა, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ "ნიუპრესს" პაციენტის ახლობელმა განუცხადა.
ახალგაზრდა კაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მედიკოსების მისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდნენ, იმ არგუმებნტით რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონფიდენციალურია. იყო თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ცოფის ვირუსი, უცნობია.
ქუთაისში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე დაფიქსირდა, რაც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველომაც დაადასტურა.
ადგილზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ავტორი: ნიუპრესი