„გუშინდელმა დღემ ნათლად დამანახა, რომ ამ პარტიაში ყოფნა დანაშაულია," – ამბობს სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარემ მიხეილ ნიკოლეიშვილი.
„ბესო ჯოგლიძის ცემაში ვანელი ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე ფიგურირებს, რომელიც ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს მის ცემაში სდებს ბრალს,“ - ამბობს გია თევდორაძე.
გოგი წულაია ქუთაისის მერიის „ნაციონალი“ თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ამორალურს უწოდებს. მისი თქმით, მერიაში მომუშავეთა 90% კრიმინალია.
გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა.
რეზოლუციის ავტორები ხელისუფლებისაგან „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი რეჟიმის შეფასებასა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების კვლევას ითხოვენ.