|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პანდემიის მიუხედავად ქალაქში ეკონომიკური საქმიანობა არ შეწყვეტილა" -ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხი განიხილეს, მათ შორის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში რამდენიმე მიწის ნაკვეთის დამატების,  ასევე 5 ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი.  
 საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულბელის ირაკლი შენგელიას  
განცხადებით, პანდემიის მიუხედავად ქალაქში ეკონომიკური საქმიანობა არ შეწყვეტილა.
 
"პანდემიის მიუხედავად ქალაქში ეკონომიკური საქმიანობა არ შეწყვეტილა, არ შეწყვეტილა ბიზნეს აქტივობა ცალკეული კომპანიების მიერ, ჩვენ დღეს დავაამტკიცეთ ცვლილებები,  რაც ითვალისწინებას კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლების კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ინტერესს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული ფონდებიდან დასაფინანსებელი და ქალაქის მასშტაბით გაწეული საქმიანობა არ შეფერხდეს და 2020 წლის განმავლობაში დანონსებული პროექტები არ შეფერხდეს", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 
 საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა