|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,პარკინგსერვისი’’ არ წარმოადგენს არარენტაბელურ კომპანიას - შპს გამჭვირვალობას პასუხობს

ქუთაისის მერიის შპს ,,პარკინგსერვისი’’ ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს,  სიცრუეა,   ,,პარკინგსერვისი’’  არარენტაბელური  კომპანია არ არის, ასევე არ ეთანხმება ორგანიზაციის განცხადებას, რომ  მერიამ მისი შპს უნდა გააუქმოს. 
 
"შპს ,,პარკინგსერვისი’’ არ ფინანსდება არც ადგილობრივი და მით უფრო, არც ცენტრალური ბიუჯეტიდან. მაგალითისთვის: 2020 წელს შპს ,,პარკინგსერვისის’’ შემოსავალი შეადგენდა 412 000 ლარს, რომელიც სრულად მოხმარდა კომპანიის ხარჯვით ნაწილს , მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომუნალურ გადასახადებს, საშემოსავლო გადასახადებსა და თანამშრომელთა სახელფასო ფონდს. იმავე წელს, გადახდილი ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 241 773 ლარი, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ჯარიმებისა და საურავების თანხა შედგენდა 90 000_მდე ლარს. ამდენად, მხოლოდ 2020 წელს შპს ,,პარკინგსერვისის’’ მიერ ადგილობრივი მუნციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ შეადგინა 331 773 ლარი.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ 2015 წლამდე, შპს ,,პარკინსგერვისის’’ დაფუძნებამდე, მუნციპალიტეტის ბიუჯეტში პარკირების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ყოვეწლიურად შეადგენდა 49 000_მდე ლარს.
ამდენად, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ მიერ გავრცელებული ინფორმაცია , შპს ,,პარკინგსერვისის’’ არარენტაბელობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებს მერიის შპს.
 
"გამჭვირვალობის" რეგიონული კოორდინატორის, ლელა მოწონელიძის განმარტებით, შპს-ის პასუხიდან ჩანს, რომ მათ მიერ გაკეთებული კვლევაში მოყვანილი ციფრები სწორია, უკმაყოფილება მხოლოდ შეფასებების ნაწილს უკავშირდება. 

"შპს „ პარკინგსერვისმა“ მის მიერ გავრცელებული განცხადებით დაადასტურა 2020 წლის  ის მონაცემები, რაც ჩვენ მოყვანილი გვაქვს კვლევაში. ისინი არ დაეთანხმნენ მხოლოდ ჩვენ შეფასებას. 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასება ეყრდნობა 2016 -2020 წლებში  შპს-ს ხარჯებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში შეტანილი თანხის შესახებ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის  გაანალიზიბეს საფუძველზე მივიჩნიეთ,  რომ სახეზე გვაქვს არაეფექტური მენეჯმენტი"- აღნიშნავს მოწონელიძე.

 

ავტორი: ნიუპრესი