პარკირება ტროტუარზე, რომელსაც არავინ აპროტესტებს
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრის „კოტონი“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტროტუარი ავტოსადგომად არის გამოყენებული, ფეხით მოსიარულეებს კი გადაადგილება ავტომანქანების სავალ ნაწილზე უწევთ.
ამ საკითხზე "ნიუპრესმა" არაერთხელ დაწერა, რის შემდეგაც ადგილზე ამკრძალავი ნიშანი დაიდგა, ავტომანქანების პარკირებას კი სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახური აკონტროლებდა.
გარკვეული დროის შემდეგ ტროტუარზე ავტომანქანების პარკირება ძველებურად გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ავტოსადგომი არსებობს.
საკითხის გაკონტროლება საპატრულო პოლიციის პრეტოგატივაა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, საპატრულო პოლიცია ვალდებულია ქვეითებისათვის გათვალისწინებულ ადგილზე პარკირებულ ავტომანქანის მძღოლი დანახვისთანავე დააჯარიმოს, ასევე რეაგირებას ახდენს გამოძახების შემთხვევაში.
არასწორი პარკირების შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი