პარლამენტი სამთავრობო ცვლილებს განიხილავს
სამთვარობო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. ცვლილებს უკვე მოყვა შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ, რომელსაც აუცილებლად დასვამენ სხდომაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებით არ დაზიანდეს რომელიმე მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელი იყო კონკრეტული სამინისტრო.
მას ასევე კითხვები აქვს მინისტრობის ახალ კანდიდატეტებთან დაკავშირებითაც.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გარეშე სამთავრობო ცვლილებებს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
მისი განცხადებით, ამ ცვლილებებს აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები რადიკალურად შემცირდება და პენსია გაიზრდება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ცვლილებებს დადებითად აფასებს უმრავლესობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძემ განმარტავს, რომ პირველ რიგში, ეს არის გამიზნული იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური და ადინისტრაციული ხარჯები შემცირდეს. უმრავლესობა ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი