ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს
პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველ ნომერს, ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.
ეკლესიაში მოვედი წირვაზე, დაახლოებით 40 წუტაისშემდეგ გამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა, მინა ჩამსხვრეულია. ეს ქურდობა არ იყო, იმიტომ რომ არც ჩანთაა წაღებული და არც ტელეფონი. მე პარტია საქართველოსათვის საკრებულოს წევრი ვარ და ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, ჩემს ბიზნესზე დრე-დრეზე ველოდები ძალიან დიდ ჯარიმებს"- განაცხადა არჩაიამ.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან", ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია "საქართველოსთვის" სიით მოხვდა.
ავტორი: ნიუპრესი