|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში გვყავს ისეთი მერობის კანდიდატი, რომელიც სარგებლობს ყველაზე დიდი მხარდაჭერით"

საარჩევნო ბლოკმა "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებას ცენტრალურ ბულვარში ბლოკის ლიდერები კახა კუკავა, გიორგი ახვლედიანი და დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

"მოქალაქეები მიეჩვივნენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები გასცემენ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ ისეთი დაპირებების გაცემას, რაც შესრულებადია", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა კანდიდატების წარდგენისას.

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვყავს ისეთი მერობის კანდიდატი ქუთაისში, როგორიც გოგი წულაია, რომელიც სარგებლობს ქუთაისელების ყველაზე დიდი მხარდაჭერით, ეს იგრძნობა ქალაქში გასვლის დროს. გარდა ამისა, იმერეთის 11- მუნიციპალიტეტში გვყავს წარდგენილი კანდიდატები. ჩვენ ვიქნებით სოციალურად დაუცველი, უბრალო ადამიანების დამცველები და ჩვენი ამოცანა იქნება ბიუჯეტი მოხმარდეთ ამ ადამიანებს",-განაცხადა კახა კუკავამ.

 რაც შეეხება კანიდატებს, იმერეთის მასშტაბით ასე გამოიყურება:

 ქუთაისის მერობის კანდიდატი-გოგი წულაია

 ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი-თეიმურაზ გუმბერიძე

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი-რევაზ მაჭარაშვილი

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი-ვლადიმერ ქანთარია

ჭიათურის საკრებულის თავმჯდომარეობის კანდიდატი-ელიზბარ ბიწაძე

წყალტუბოს მერობის კანდიდატი-ოთარ ჯანელიძე

ხარაგაულის მერობის კანდიდატი-გია ყრუაშვილი

ხონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი-მიხეილ რუხაძე

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი-თენგიზ ჭიქაბერიძე

ზესტაფონის მერობის კანდიდატი-გია თუთბერიძე

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი