პატიმრებმა ამნისტიის კანონის გადახედვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს
ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ.
მათი თქმით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
"ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ციხეში ამ დროისთვის ათამდე პატიმარი შიმშილობს და მათი რაოდენობა გაიზრდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი