"პატრიოტთა ალიანსის" წევრებს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე მიიღეს.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება.
შეგახსენებთ, სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, რის გამოც უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატების ნაცვლად პარლამენტში შესცვლა სიის მომდევნო წევრებს შეუძლიათ. "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე წევრმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა. შესაძლებლობის შემთხვევაში პარლამენტში შესვლას გეგმავს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-8 ნომერი, ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი.
ავტორი: ნიუპრესი