პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
უწყების ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 15:00 საათამდე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა