|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პერსონალური ინფორმაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად- -ანდრო გოცირიძე

 პერსონალური ინფორმაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად - განმარტავს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე  საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით.

როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს, არასწორია მიდგომა, რომ პირადი ნომრის ცოდნით ვერაფერს დაგიშავებენ. 

 

 

მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს 2020 წელს მომხდარი მონაცემთა გაჟონვის შედეგად შექმნილ ინფორმაციას, რომელსაც მიაკუთვნებდნენ საარჩევნო კომისიის გაჟონილ ბაზას, თუმცა სახელმწიფომ ეს გაჟონვა უარყო. აღმოჩენილი მონაცემები სავარაუდოდ წარმოქმნილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაცული ინფორმაციის შეჯერებით, მასში მრავლადაა დუბლირება, რის გამოც საერთო რიცხვი აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით,  საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტ-ნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ "რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი...", რაც მცდარი მიდგომაა, რადგან პერსონალური ინფორმაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფიშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად. 

გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; 

გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება", - წერს ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეაგახსენებთ, გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს

 
 
 
 

 

ავტორი: