|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Pfizer-ის COVID-19-ის სამკურნალო წამალი შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს

Pfizer-ის  COVID-19-ის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი ხელმისაწვდომი სავარაუდიდ, წლის ბოლოს იქნება. ამის შესახებ დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

წამლის სახელად - PF-07321332- პირველი ფაზით კვლევა კომპანიამ ამერიკაში მარტში დაიწყო. 

პრეპარატი, მედიკამენტების იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც პროტეაზას ინჰიბიტორები ეწოდება. ის იმ ფერმენტს აჩერებს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედში გასამრავლებლად. პროტეაზას ინჰიბიტორები გამოიყენება სხვა ვირუსული პათოგენების სამკურნალოდაც, მაგალითად - აივ ინფექცია და C ჰეპატიტი.

თუ ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევები წარმატებით ჩაივლის და ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია ამას დაადასტურებს, აბები წლის ბოლოს შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო მხოლოდ ვაქცინა არსებობს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მედიკამენტი ხელს შეუშლის დაავადების პროგრესირებას და საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება, რადგან მისი შეძენა ყველას შეეძლება.

პრეპარატის გარდა Pfize

ავტორი: ნიუპრესი