|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირადობის მოწმობები 50 ლარის სანაცვლოდ - ქუთაისში მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს

"ქართული ოცნება"  გარკვეული დროით პირადობის მოწმობების ჩაბარების სანაცვლოდ  50 ლარს გასვემს. ამის შესახებ მედიას ქართული ოცნებიდან ინფორმირებულმა პირმა აცნობა.

ჟურნალისტები ავტოქარხნის დასახლებაშოი კონკრეტულ შტაბში მივიდნენ, სადაც მიღებული ინფორნმაციის თანახმად, მოქალაქეები პირადობის მოწმობებს თანხის სანაცვლოდ ტოვებდნენ. 

დგილზე მედიის მისვლისას იქ მყოფი ადამიანი შენობაში ჩაიკეტნენ. 

არსებული ინფორმაციით, "ნაქირავები" პირადობებით "ოცნების" აქტივისტები" კარუსელს" დაატრიალებენ. ანუ, იმ მოქალაქეების ნაცვლად, რომლებმაც პირადობები ჩააბარეს, საარჩევნო უბნებზე მივლენ და ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.

წყაროს ცნობით, ქუთაისში მსგავსი 10-მდე შტაბია გახსნილი. მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ პირადობის მოწმობებს 24 საათში, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაუბრუნებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა