პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით კანონპროექტს დღეს დაამტკიცებენ
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს, ჯერ საკომიტეტო, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.
იმ პირებს, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. თუმცა, მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.
ავტორი: ნიუპრესი