|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება - შესაბამისი ცვლილებები  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. 

პროექტის თანახმად, დახურულ  პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის  იურიდიული პირიც   დაჯარიმდება, თანხა  5 000 ლარით განისაზღვრა.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშით.  ტაქსებში მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000, ხოლო იურიდიული პირი -10 000 ლარით.

საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა