"პირი, რომელიც არ გადაიხდის სამგზავრო ღირებულებას, დაჯარიმდება" - სატრანსპორტო კომპანია
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფარურის გადახდისაკენ მოუწოდებს.
კომპანიის განცხადებით, უბილეთო მგზავრი დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება.
"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოგმართავთ! პირი, რომელიც არ გადაიხდის სამგზავრო ღირებულებას, დაჯარიმდება! უბილეთო მგზავრს, მუნიციპალურ ავტობუსებში, მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გამოავლენს.
ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად: სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრი ვალდებულია, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული სახით გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი ჩაითვლება უბილეთოდ!
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 130-ე მუხლის, მე-4 ნაწილის, “ა”ქვეპუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 20 ლარს, რომლის დაფარვა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს! ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს,
ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით!", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი