პირი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გიორგი ძაგნიძე ქვეყანა უკვე დატოვა, სასამართლო მას სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა.
ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოწერა.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.
ფაქტი 29 აგვისტოს მოხდა.
ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
ავტორი: ნიუპრესი