|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ გელათის ტაძრისკენ მიმავალი გზა გადაკეტა

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დღეიდან დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. ინფორმაცია ტაძრის დაკეტვის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების მიღება, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რომ ვიზიტორების უსაფრთხოება იყოს დაცული.

სტუმრებს და მომლოცველებს სოფლის შესასვლელიდან აღარ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მხოლოდ ადგილობრივებს ატარებენ.

ავტორი: ნიუპრესი