|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ იმერეთსა და სვანეთში საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.

"ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულები  3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა