|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაათავისუფლეთ დაკავებულები" - დაპირისპირება იმერეთის სამხარეო პოლიციასთან

ხმაური და დაპირისპირება იყო იმერეთის სამხარეო პოლიციასთან. დაპირისპირება სამხარეოს ეზოდან ავტომობილების გამოსვლას მოყვა.

დაკავებულების ახლობლებმა მათ გადაადგილების უფლება არ მისცეს.  აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანა სამართალდამცავებმა სცადეს.

დაკავებულების ახლობლების თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე უდანაშაულო დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს მსვლელობით, სადაც 5 საათზე სასამართლო პროცესი იწყება.

შეგახსენებთ, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან გუმათში მომხდარ ინცინდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლებმა  გზა გადაკეთეს.  ისინი 6 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ  აჭარიდან ჩასულ ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი