პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რიონის ხეობის მცველი დააკავეს, დაჭრილია 2 ადამიანი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რიონის ხეობის მცველი დააკავ ეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.
შსს აცხადებს, რომ ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
დაკასვებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადგილობრივების ცნობით, ირაკლი მუკბანიანი სასაფლაოზე დააკავეს, მისი დაკავებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა