ზეწოლა არ ყოფილა - იზა ჩირგაძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი იზა ჩირგაძე, რომელიც "ქართულ ოცნებას" ქუთაისში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა, ქალაქის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა და დროებით განვითარებული მოვლენების გამო სიტუაციისგან გარიდება გადაწყვიტა.
მისი თქმით, სოფელში ნათესავთან იმყოფებოდა, ტელეფონი გამორთო და არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
ჩირგაძის თქმით, სამართალდამცავები დაინტერესდნენ, ხომ არ ხდებოდა ვინმესგან ზეწოლა და ხომ არ ემუქრებოდა რამე სახის საფრთხე.
"არანაირი ზეწოლა ყოფილა. პრესკონფერენციის მერე გამოვრთე ტელეფონი, არ მინდოდა კონტაქტი არავისთან. განვითარებული მოვლენების გამო წავედი სოფელში, რადგან მინდოდა დასვენება. არანირი ზეწოლა და დაშინება არ ყოფილა და არც რამე საფრთხე მემუქრებოდა. გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი, სამართალდამცველებს აინტერესებდათ, რომ არ ყოფილა ვინმესგან ზეწოლა ან დაშინება", - განაცხადა იზა ჩირგაძემ.
ავტორი: ნიუპრესი