პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ თბილისის აეროპორტში ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში და უკრაინის ირვლივ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია, როგორც პოლონეთისთვის და საქართველოსთვის, ასევე მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის.
"მე მქონდა შეხვედრა კონსულტაციები აშს-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბაიდენთან, მინდა წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ევროკავშირს გააჩნია უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის შესახებ.
საქართველო არის ჩვენი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა, მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს, ასევე კონსულტაციების განხორციელებას ბრიუსელში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იყო საქართველოს პრეზიდენტისგან, სალომე ზურაბიშვილისგან, მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა ანჯეი დუდამ.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში სამხედრო აგრესიის ადგილი არ არის.
" ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა მოლაპარაკებას, რომ გამოვიდეთ ამ დაძაბულობიდან. აგრესიას მომავალი არ გააჩნია, ეს სამხედრო აგრესია ეკუთვნის წარსულს. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას არ ესმის როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.
მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი იქნება დაცული, იმედი გამოვთქვა, რომ ის მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტიც არის ჩართული, იქნება შედეგიანი, მასში საქართველოს ინტერესებიც იქნება დაცული" , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება. ის პეკინში ოლიმპიადაზე მიემგზავრება.
ავტორი: ნიუპრესი