პოლონეთში რეგულაციების დარღვევისთვის საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს. მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან.
უწყების ცნობით, 23 იანვარს პოლონელმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგულაციების დარღვევისთვის 25 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 12 ქართველია.
როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ხელბორკილები მოლდოვისა და კოლუმბიის ერთ მოქალაქესაც დაადეს.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ასევე 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი მიღებულ გაფრთხილებას არ ემორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა