|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრაოდი", რომელსაც ვერსად მიუერთებ!

"ყველაფერი, რასაც ჩაიდენთ, შესაძლოა,  ჩემს ახალ რომანში იქნეს გამოყენებული",- ასეთი "აქაუნთი" აქვს ავტორს, რომელმაც წელს მისი 4-წლიანი ნაშრომი "ზაოდი" ქუთაისელ მკითხველს წააკითხა. 

„ზაოდი“ ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს. წიგნის უკანა ყდაზე დატანილი ანოტაცია გვეუბნება, რომ „ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე და პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა "ზაოდს" სულმოუთქმელად წაგაკითხებთო“. მე წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ დამიჯერეთ, ასე ჯერ არაფრის წაკითხვა არ გამჭირვებია! ალბათ. იმიტომ, რომ ზოგადად, კარგ ლიტერატურას ვეცნობი. ეს წიგნი სუბიექტური ინტერესის გამო შევიძინე, ავტორი რამდენჯერმე ინტერვიუებში აჟღერებდა ფაქტს, რომელიც ამ რომანში სიუჟეტად გამოიყენა.

 ამბავი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა: ქუთაისში, ავტოქარხანაში მოსწავლის მამამ მასწავლებელი მოკლა - ეს ამბავი პირადად ჩემი და ჩვენი დიდი ოჯახის (და არა მარტო ოჯახის) ტრაგედია იყო

მხოლოდ ეს გახდა მიზეზი, წიგნი ხელში ამეღო და რაიმე პარალელი მეპოვა თემაზე, რომელზეც არც სახლში, არც ქუთაისში, არც საქართველოში არ ლაპარაკობდნენ. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც ქალაქი დაადუმა და დღემდე ლეილა ჯავახაძე ქუთაისს ძალიან ტკივა

მე არ დავიწყებ იმის ახსნას, ვინ იყო ლეილა. მისი ღირსება არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ როგორც 2 შვილის დედის, მოქალაქის, მეგობარის, პროფესიონალის, ახლობელის იმ დროის ქუთაისს დღემდე ახსოვს. ამის შეხსენებას ვერც ვაკადრებ

მინდა გითხრათ, რომ წიგნს "ზაოდი" ოიტისოდენა ბმაც კი არ გააჩნია ფაქტთან არც ერთ ეპიზოდში. „ვერა“ არ არის ლეილა ჯავახაძე! ამ ფაქტის ენაზე წამოსროლით ავტორმა ხელახლა მოუკლა დედა ობლად დარჩენილ შვილებს, მიგვიკლა ჩვენ, ახლობლებს, მეგობრებს, დიდებს, პატარებს... ავტორმა სრულიად უმეცრად გამოიყენა ფაქტი, რომელსაც წიგნთან არანაირი საერთო არა აქვს

თუმცა, ამ შემთხვევაში თავად რომანზე მინდა გესაუბროთ:  ეს არის ცხადი მაგალითი, როგორ არ უნდა გიყვარდეს ყველა ის პერონაჟი, ვიზეც წერ და ამბავს ყვები

ეს არ არის რეზო გაბრიაძის, რეზო ჭეიშვილის და დავით კვიცარიძის ქუთაისი!..  ნუთუ ამ დიდმა მწერლებმა ვერ დაინახეს სიბინძურეები და ვერ დაწერეს ჭუჭყიანი, ენაბილწი, გარყვნილი, საზიზღარი, უსიყვარულო ქუთაისის შესახებ? ნუთუ ასეთი ქუთაისი არის სადმე დედამიწაზე

„ქურდული სამყაროს“ შესახებ ვის არ დაუწერია! სულ ბოლოს, თემურ ბაბლუანმა ისეთები თქვა „მზე, მთვარე და პურის ყანაში“, რომ ცხადად ვხედავდი „ტროკატეროს“ და "მანუშაკას"... წიგნი არის ავტორის დამოკიდებულების შენს სულში გადმოტანა - ხედავ, გრძნობ, განიცდი, გიყვარდება, გეცოდება, გულშემატკივრობ, ტირი, გეღიმება... „ზაოდს“ როცა კითხულობ, დედა გძულს, მამა გძულს, ძმა გძულს, მასწავლებელი გძულს, მეგობარი გძულს, ძმაკაცის დედასთან წევხარ, შეყვარებულს ღალატობ, ძამაკაცს ღალატობშეყვარებულიც კი გძულს... ნუთუ ასეთ ჭაობშია „ზაოდი“, რომელიც დროში ზუსტად გაბრიაძის ქუთაისის ნაწილია?!

„ზაოდში“ ყველაზე გარყვნილი, ყველაზე ფლიდი, ყველაზე ბინძური და უაკდრებლის მკადრებელი ქალი პერსონაჟები არიან. ერთგან უთქვამს ავტორს „ხატია“ ჩემი პროტოპიპია და მასწავლებელი - დედაჩემისო

აფერუმ, თქვენს ყოვლისმთქმელ აღიარებას, ავტორო!  

ამბავი, რომელიც თქვენს სიუჟეტს „ამშვენებს“, არასოდეს დააკავშიროთ იმ ქუთაისის ტრაგედიასთან, როცა მასწავლებელი ლეილა ჯავახაძე გარეწარმა კაცმა თოფით მოკლა. არც ის კაცია „მიშა“ და არც შვილი - „ზაზა“! ნუ იპიპულისტებთ ამბით, რომელზეც აზრზეც არა ხართ!.. 

რაც შეეხება წიგნის ლიტერატურულ წყობას, მსგავსი ბილწი „სლენგი“ მხოლოდ გამიგია, მაგრამ წიგნს ეტყობა რომ ავტორი რიგორც საუბრობს, ისევე წერს... არადა, დიდი მწერლების წიგნები ასე არ იწერება... 

ჩვენი თანამედროვე ოტია იოსელიანიც მყოფნის გასახსენებლად (მისი სულის წინაშე ქედს ვიხრი, რადგან ამ ავტორთან შედარებაც კი მკრეხელობაა) რა ლექსიკით საუბრობდა და როგორი კალმოსანი იყო, მსოფლიომ იცის და დღემდე ამოუცნობია მისი შემოქმედების ღვთიური უნარები... 

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ „ზაოდის“ დასაწყისში რამდენიმე პასაჟი, შედარება, მეტაფორა მომეწონა, მაგრამ სულ თითზე ჩამოსათვლელი, ალბათ მერე პერსონაჟთა „ბილწმა“ დიალოგებმა გაიტაცა ავტორი. რომანის ბოლო კი ეტყობა ნაჩქარევად დაუწერია, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავად ავტორიც დაღალა მისმა პერსონაჟებმა და სრულიად „უგანაჩენოდ“ სრულდება რომანი, მშრალად და არაფრისმთქმელად.

ჩემი, როგორც მითხველი დასკვნაც ესაა!..

„ზაოდი“ არის „პრაოდი“, რომელსაც ქუთაისის კონტექტში ვერაფერს არგებ და ეგრევე ჭრი!.. 

 

ავტორი: სოფიკო ყანჩაველი

 

რედაქციისგან:  „ზაოდი“ დებიუტანტი მწერლის ელზა გურგენიძის ნაწარმოებია, რომელიც წარდგენილია ლიტერატურული პრემიის  „საბას“  ნომინაციაში - „წლის საუკეთესო დებიუტი". 

 

ავტორი: