|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გწერს "ღიმილი" და ამ დროს წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ გამოიყურება, როცა იღიმის"

არ მინდა, წერა ბანალურად დავიწყო და ის ვთქვა, რაც უკვე მილიონჯერ თქვეს, თუმცა ამ თემაზე საუბარს მაინც ვერსად გავექცევი - ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობ.  მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე, ძირითადად, ვებ გვერდზე მიწევს მუშაობა, მასალის ტექსტსაც "ვორდში" ვწერ,  ჩანაწერებსაც, ჯერ ჩემს ზეგანვითარებულ ტელეფონში ვიწერ, შემდეგ ჯადოსნური ღილაკებით ვრთავ ფუნქციას copy-paste და ჰოპ! ჩემი ორთაბახიანი ჩანაწერი ორ წამში საკუთარ ბლოგზეა. სიუჟეტზე წასვლის დროსაც პრესრელიზს ტელეფონში ვკითხულობ. მოკლედ რა, რომ არა ჩემი ტელეფონი, ჩემი საქმის 95%-ს უფრო გვიან შევასრულებდი, თუმცა, უფრო ადამიანივით და არა რობოტივით. დაახლოებით ერთი კვირაა, მინდა დავწერო ის, რასაც ახლა ვწერ და თუ გამოიცნობთ, რატომ არ დავწერე? იმიტომ, რომ სამსახურიდან მოსვლის მერე სახლში კომპიუტერი მხვდება... ვუყურებ იმ სიუჟეტებს, რაც ჩვენს ეთერში გავიდა, მერე ვრთავ საყვარელი სიმღერას, ერთს, მეორეს, მესამეს… თან  ახალ ამბებს ვეცნობი,  პარალელურად გვერდის ადმინისტრატორთან მაქვს მიმოწერა და ასე მოდის შუაღამის 2-3 საათი. მერე ისე მეძინება, წერაზე ზედმეტია ლაპარაკი- მითუმეტეს ფურცელზე, მითუმეტეს კალმით.  ახლა რატომ ვწერ?! დენი წავიდა! კეთილი ვინებე და წერა დავიწყე.. (იმისდა მიუხედავად, რომ დღიური სულ ბალიშთან მიდევს, არჩევანი მაინც ტელეფონის „note“-ზე შევაჩერე. ეს ყველაფერი კი იმდენად ყალბად და არაბუნებრივად მეჩვენება...

ამჟამად დიდი მიზეზი მაქვს, შუქი არ არის. მადლობა წვიმას გაწეული სამსახურისთვის. მთელი ზაფხული მქონდა უკომპიუტერობის ბედნიერება, ვიჯექი სახლში და  უცებ გავავსე დღიური, რომლის დასაწყებადაც მანამდე დროს ვერ ვნახულობდი.

ტექნოლოგიებმა ჩვენც გაგვაყალბეს.. ეკონტაქტები მეგობარს, რომელიც რომელიმე სოციალური ქსელის საშუალებით გაიცანი.. გწერს ემოციას-ღიმილი და ამ დროს წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ გამოიყურება, როცა იღიმის. ამაზე ყალბი რა უნდა იყოს!

ბედნიერი ვარ იმით, რომ 100-ვე პროცენტით არ გამეთიშა გონება, რომ ჩემსა და ჩემ მეგობრებს შორის დიალოგი ძირითადად ასე იწყება: სად ხარ? გაქვს დრო, სადმე რომ გავიდეთ? ძალიან მინდა ერთი თვით არავის  ქონდეს წვდომა სოციალურ ქსელებთან და ვფიქრობ, ბევრად აჯობებს საღამოს ქუჩაში გამოსული მომღიმარი ადამიანების ყურება, ტელეფონში ჩამძვრალ უსახო ხალხის ყურებას. დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ტელეფონი აღარ დაიტენოს, მერე უფრო ხშირად შევძლებ კარვით სათევზაოდ გასვლას, ქუჩაში სეირნობას და მუსიკის მოსმენას, რომელსაც სეირნობისას გადავაწყდები. ცოცხლად შესრულებული ვიღაც ნორმალურ ხმიანის მოსმენა მირჩევნია იმ ყურსასმენებში მოსმენილ მსოფლიოს პირველ ხმებს, რომელთა გარეშეც საკუთარი თავი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

თუკი ტელეფონი, სოციალური ქსელები და ზოგადად, ინტერნეტი ჩემთვის უემოციობასთან და სიყალბესთან ასოცირდება, ლოგიკურია მკითხონ,  რატომ არ ვიქცევი ბუნებრივად?! რატომ არ გადიხარ სასეირნოდ შენს ძაღლთან ერთად, რომელიც ჭიშკრამდე საწყალი თვალებით გაცილებს და ბოლო მომენტამდე აქვს იმედი იმის, რომ მისი პატრონი უგულო არ აღმოჩნდება და თან წაიყვანს? რატომ არ დადიხარ სასეირნოდ, მუსიკის მოსასმენად, გასართობად?.. რატომ არ წერ შენს საყვარელ დღიურში - რომელშიც  გინდა  წერო დაუსრულებლად ?! პასუხი ყველა კითხვაზე ერთია! მეც ისეთივე მონა ვარ სოციალური ქსელების, როგორც შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ. თან, მე რომ გავიდე გარეთ,  მარტო მომიწევს სიარული...

და ბოლოს,  თუ შეძლებთ, წარმოიდგინო ერთთვიანი უინტერნეტობა ...იმის გარდა რომ  შორს მყოფ მეგობრებს ვერ შეეხმიანები,  იქნებ ისიც გაიხსენოთ, რომ ულამაზესი ბუნება გვაქვს და უმდიდრესი ბიბლიოთეკები. მეტი ბუნებრიობა, ერო!!

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა