პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლას პარტიის წევრები აფასებენ (R)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარტიის წევრები აფასებენ.
თამარ ჩუგოშვილი: "პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაეროში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში, პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აი ამ აბრეშუმის გზის ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაეროს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში".
დიმიტრი ცქიტიშვილი: "ჩემის აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ -მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის არამედ სრულფასოვანი მონაწილე საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინა სააერჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების.
იხილეთ ვიდეო
https://www.wetransfer.com/
ავტორი: ნიუპრესი