პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას, რომელმაც შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინა დასკვნის გამოგზავნა.
შეგახსენებთ, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა