|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება.

როგორც პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, „არჩევნებზე მიბმული თვითმმართველობები“ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.

"მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს. ეს დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. შევარდნაძის ადმინისტრაციაში დავდიოდით და ვეუბნებოდით, რომ მიეცით ხალხს თავისი მერების, გამგებლების, საკრებულოების არჩევის შესაძლებლობა. პასუხი იყო, რომ ჯერ ადრეა. მე ვეუბნეოდი - თუ ხალხი შევარდნაძეს ირჩევს, გამგებელს რატომ ვერ აირჩევს? ე.ი. ხალხი თბილისში ხედავს შევარდნაძე სჯობს თუ სხვა და თავის სოფელში ვერ ხედავს, რომელი იქნება უკეთესი მერი ან გამგებელი ან სოფლის თავი?", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ხალხს იმის არჩევა, ვისაც უფლებებს ვაძლევთ.

ავტორი: ნიუპრესი