|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია და ბიოგრაფიები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია და ბიოგრაფიები წარადგინა. 

წევრობის კანდიდატები არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. 

დავიტ ფეტვიაშვილი საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია, მუშაობდა კრწანისის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარედ.  

 გიორგი მარსაგიშვილი პროფესიით იურისტია, მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში სპეციალისტად. ნათია წიპტაური კი, ახალგორიდანაა, ისიც საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიციო გამოცდა.

პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატურები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინა ჯერზე წარდგენილი კანდიდატების მხოლოდ 6 თვით არჩევა მოხერხდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა კანდიდატთა შემადგენლობა შეცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა