პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
თამუნა მუსერიძე – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი;
ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან მიწვეული სტუმრები იმ საკითხებზე საუბრობენ, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან საუბრის დროს აქცენტები გაკეთდა.
ავტორი: ნიუპრესი