|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტი "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში" დასრულდა

პროექტი "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მიერ ტარდებოდა დასრულდა.

კონკურსი სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც რეგიონული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში 25 მედია პროდუქტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ძალადობას, ქვოტირებას და ქალთა შრომით უფლებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში 15 სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილ ნამუშევრებში იყო:  ტელე, რადიო, საგაზეთო   ონლაინ მედია სიუჟეტები.

პროექტის დახურვა გუშინ ხონში, კინჩხის წყალვარდნილზე გაიმართა.  რომლის ფარგლებში სამი გამარჯვებული დასახელდა: თათა კაჭკაჭიშვილი - რადიო „თავისუფლება“ საუკეთესო რადიო სიუჟეტი, გიორგი გირკელიძე - „გურია ნიუსი“ საუკეთესო ონლაინ მასალა, ინგა გვასალია - „მთავარი თემა სამეგრელოში“ საუკეთესო საგაზეთო სტატია. სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები ყველა იმ ჟურნალისტს გადაეცა, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღეს. განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და პროექტის აქტიურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტი სალომე ჩახუნაშვილი - რადიო „ძველი ქალაქი“. ქალთა საკითხების აქტიურად გაშუქებისთვის სამადლობელი წერილები დაეგზავნათ ყველა იმ მედია ორგანიზაციებს, ვინც პროექტის განხორციელების ეტაპზე მხარდაჭერა გამოხატეს.

პროექტის მეორე ნაწილი იმერეთის ოთხი (ხონი, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი) მუნიციპალიტეტის, სოფლად მცხოვრები ქალების (მოსახლეობის) ინფორმირებულობას მოიცავდა. მათ შორის, ქალთა უფლებების, ძალადობის, პრევენციის და ჩართულობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ოთხივე მუნიციპალიტეტში 8 შეხვედრა გაიმართა.

„საქართველოში ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ზუსტი სტატისტიკა ქალთა უფლებების დარღვევის შესახებარ არსებობს. ამის ერთ-ერთი და მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ ქალები პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ, მით უფრო ძალადობის ფაქტებზე. მეტიც ისინი ოჯახურ ძალადობას მალავენ. ამდენად ამ საკითხებზე ქალები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, არ იციან თავიანთი უფლებები. პროექტის ერთი ნაწილი მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მოიცავდა, ხოლო მეორე ნაწილი ჟურნალისტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქალთა საკითხებით დაინტერესებას ისახავდა მიზნად“–განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი