პროფესიული განათლების კურსის არჩევა სავალდებულო იქნება -გიორგი ამილახვარი
დამამთავრებელ კლასში პროფესიული განათლების კურსის არჩევა სავალდებულო იქნება, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისითქმით, ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, სკოლის დამთავრებისას ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების მიღების შესაბამისი დოკუმენტიც მიიღონ.
"ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების ჟამს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით. ეს არჩევითია, ბუნებრივია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი აირჩევს". - თქვა ამილახვარმა.
მისი თქით, პროფესიული განათლების ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში განახლდება, 2025 წლიდან კი, პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება.
ავტორი: ნიუპრესი