|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ ხარვეზები ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია

მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ ხარვეზები ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.

შეფერხების გამო კატოვიცას რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

როგორც აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს.

რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში დაფრინდა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება.

ავტორი: