პროტესტის მე-15 დღე - საირმეში გაფიცულების აქცია გრძელდება
საირმეში კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. დასაქმებულები მე-15 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.
აქციის ათეულობით მონაწილე დაბალ ხელფასსა და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
მათი განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, საირმეში გუშინ “საირმე მინერალ ვოთერსის" სოიდარობის მასშტაბური აქცია გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა