|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროტესტის მე-19 დღე ქუთაისში- მერიის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ

პროტესტის მე-19 დღე ქუთაისში, წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ქალაქის მერიის წინ მაინც შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე იდგებიან აქ, ვიდრე მათი მოთხოვნები შესრულებული არ იქნება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი  პროტესტის თავდაპირველ მიზეზს, რაც ევროპული კურსიდან გადახვევას უკავშირდება, თანდათან სხვადასხვა მიზეზები ემატება. 

ისინი არა მხოლოდ არალეგიტიმურ პარლამენტს, ახლა არალეგიტიმური პრეზიდენტის არსებობას აპროტესტებენ, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი