PSP ჯგუფი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდება
PSP ჯგუფი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდება. ამის შესახებ განცხადებას PSP ავრცელებს.
„PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!
რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.
ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობას ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში“, – ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.
15 იანვარს დამსაქმებლები და დასაქმებულები გამაფრთხილებელ გაფიცვას გეგმავენ.
ავტორი: