თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
თერჯოლაში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღნიშნული პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფონდის ფარგლებში განხორციელდა. მისი ღირებულება 2 243 845 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ ადგილზე დაათვალიერეს, აღსაზღდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ავტორი: ნიუპრესი