|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქის მერმა მითხრა, რომ წარმოუდგენლად დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე იყო საუბარი"

ადამიანებმა უნდა იცოდნენ,  ან დავრჩებით ამ ფარდის უკან, ან რეალურად გაიხსნება ჩვენთვის ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ   საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი წარმოუდგენელ ფინანსურ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მართლა ასე დგას საკითხი, რომ  ან ფარდის აქეთ დავრჩებით საბჭოურ, ჩეკისტურ, კრიმინალურ მართვის სისტემაში, სადაც ერთ პატარა ჯგუფს ექნება კომფორტი, ან გაიხსნება ეს შესაძლებლობა რეალურად.

პოლონეთში ერთ-ერთ კონფერენციაზე ერთ-ერთი პატარა ქალაქის მერმა მითხრა,  რომ  წარმოუდგენლად დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე იყო საუბარი, როდესაც კანდიდატობის სტატუსი მიიღეს,“ ვერც კი დამესიზმრებოდა, რომ ასეთი ბიუჯეტი ექნებოდა როდესმე ჩემს ქალაქსო“. - ეს ხალხმა უნდა იცოდეს. ეს არ აწყობს, შეიძლება,  ვიღაცას ხელისუფლებაში, რომ შემდეგ ვეღარ შეძლებს ამ ხალხის თავის ჭკუაზე ტარებას“. - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა