"ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ" - "ქალთა მარში" ქუთაისში
"ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ", "არა რუსულ კანონს'- ამ მოწოდებით მიმდინარეობს "ქალთა მარში" ქუთაისში.
მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ ინტერესებს.
აქციის მონაწილეები თქმით, წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.
მარშის ორგანიზატორია ფონდი "სოხუმი".
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა