ქარმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ქარმა პრობლემები შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ბოლო მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მუხიანს, ზედა მესხეთს, გუმბრას, ბანოჯას, ოფურჩხეთის და რიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გათიშულია 3500 მდე აბონენტი. მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავები, ასევე დაიზნებულია 19-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაზიანდა სოფელ ქვიტირის სკოლის კედელი. ბანოჯის სკოლაში ჩამოიშალა საბუხრეები და დაზიანდა სახურავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წაიქცა ჯამში 45-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. 2 ლოკაციაზე დაზიანდა გარე განათების ქსელი.
ავტორი: ნიუპრესი