|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულ საზოგადოებას აყვედრიან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან გაშვებას"

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი გუნდი უკვე წლების განმავლობაში აყვედრის მოსახლეობას, იმას რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან გაუშვეს.

"6 წელია რატომღაც ქართულ საზოგადოებას აყვედრიან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან გაშვებას, გეგონება ეს ქართულმა საზოგადოებამ და ამომრჩევლებმა არ გააკეთეს, რომლებიც მობილიზდნენ და შეცვალეს ხელისუფლება. რატომღაც აყვედრიან, რომ მტარვალები არ არიან, ამას ხშირად აყვედრის ის ხალხი, რომელიც მანამდე "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო და მერე გადმოხტა „ქართულ ოცნებაში“... 2016-ში მოახდინეს პოლიტიკოსებისგან პოლიტიკის დაცლა, “- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტვ "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" საუბრისას.

 პრეზიდენტის თქმით, იმით აპელირება, რომ "ნაციონალების დროს უარესი იყო",  დროთა განმავლობაში ცვდება, რადგან ხალხი მადლობელია, რომ მოხვედი ხელისუფლებაში, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ითხოვს დანაპირების შესრულებას.

მარგველაშვილის თქმით, მმართველი პარტია პრეზიდენტის კრიტიკით ცდილობს არსებული პრობლემების გადაფარვას.

ავტორი: ნიუპრესი