|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება” ყოველთვის იყო და კვლავ არის ხალხის სამსახურში " (R)

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე აღმაშენებლისა და ადლიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.  

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყოველთვის იყო და კვლავ აგრძელებს ხალხის სამსახურში ყოფნას. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები. ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება“,-განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე. „ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება პენსია, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობა 80% მდე გაიზრდება. ჩვენ 2014 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანები შევუძინეთ მაღალმთიანი აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა გაზრდილიყო სოფლის ექიმების მობილობა და პაციენტს დროულად მიეღო პირველადი სამედიცინო დახმარება.

ასევე. 2020 წლისათვის საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება, აჭარიდან C-ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ბენეფიციართა ნაწილი ამ დაავადებისგან უკვე განიკურნა“, - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას „ქარული ოცნების“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა. 

ავტორი: ნიუპრესი