|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ძალის“ აქციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს(R)

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" განცხადებას ავრცელებს. "ქართული ოცნება გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართელბრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ",-ნათქვამია პოლიტიკური ორგანიზაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გუშინ  მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა  მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს. მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი