„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ(R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ.
მათ ადგილზე ანთებული სანთლებით სიმბოლურად წარწერა: „ჩემი საქართველო აქ არის“ გამოსახეს.
აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.
„ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ, რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ, შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ქადარიამ.
1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ, 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.
ავტორი: ნიუპრესი