|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" კრიტიკული სატელევიზიო არხების დახურვას ცდილობს -ზაალ უდუმაშვილი

"ქართული ოცნება" კრიტიკული სატელევიზიო არხების დახურვას ცდილობს, - აცხადებს ტვ პირველის" ჟურნალისტის ზაალ უდუმაშვილი, რითაც  კრიტიკულ ტელევიზიებზე ხელისუფლების იერიშს  ეხმიანება. 

 ხელისუფლება ამჯერად  კრიტიკული არხების დასანქცირებას ითხოვს.  საუბარია "ტვ პირველზე", "ფორმულასა" და "მთავარ არხზე".

"არაერთი შემთხვევა ყოფილა ტელევიზიების დასანქცირების, მათ შორის, ძალიან სოლიდური და დიდი ჯარიმებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ ამ ჯარიმების გადახდას და საბოლოო ჯამში, დაიხურებიან. ახლაც ზუსტად იგივე მცდელობაა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ 3 ტელევიზიას, ეს არის "ტვ პირველი", "მთავარი" და "ფორმულა", რომ დააკისრონ სანქციები და ამაზე მეტყველებს ის წერილი, რომელიც მიიღეს ტელევიზიებმა. ჩვენ ძალიან კარგად რა ბრძლაშიც ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, ვისთან გვაქვს საქმე. ასე რომ, ეს არ არის უცხო, რაც ხდება, - განაცხადა  უდუმაშვილმა 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა